ბიდინგის მიმოხოლვა

თქვენი შემოთავაზება ის მაქსიმალური თანხაა რომელიც გსურთ გადაიხადოთ

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აუქციონის ვებ-გვერდზე, კონკრეტულ აუქციონზე შეთავაზების (ფსონის) თანხის დაფიქსირებისას თქვენ უთითებთ იმ მაქსიმალურ თანხას რისი გადახდაც გსურთ კონკრეტული ლოტისთვის. თქვენი მაქსიმალური ფსონი საიდუმლოდ რჩება და სისტემა ავტომატურად ასწევს ფსონს თქვენ მაქსიმალურ თანხამდე საჭიროების შემთხვევაში, როცა სხვა მონაწილე მოახდენს ფსონის დადებას. შესაბამისად თქვენი მაქსიმალური ფსონი გამომჟღავნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვინმე დადებს უფრო მეტ ფსონს კონკრეტულ ლოტზე. ასე მაგალითად: თქვენ დაიწყეთ აუქციონში ფსონის დადება და თქვენი საწყისი შეთავაზება იყო 5 ლარი, ბიჯი არის 5 ლარი და მაქსიმალური თანხა რომელიც მიუთითეთ - არის 30 ლარი. თუ კი აუქციონში სხვა მონაწილე დააფიქსირებს მაქსიმალურ თანხას 20 ლარს, სისტემა ავტომატურად ასწევს მიმდინარე შემოთავაზებას თქვენ სასარგებლოდ და დააფიქსირებს 25 ლარს და ასე მანამ სანამ სხვა მონაწილის ფსონი არ გადააჭარბებს თქვენ მიერ დადებულ მაქსიმალურ ფსონს.

ბიდინგის ბიჯები

ბიჯის მნიშვნელობა წარმოადგენს იმას, თუ რამდენით მეტი თანხა უნდა იყოს შემოთავაზებული, რომ კვლავ დაწინაურდეთ. ბიჯების ძირითადი მნიშვნელობებია 1, 2, 3, 5, 10, 50, 100, 1000 ლარი, იმის მიხედვით, თუ რა მიახლოებითი გასაყიდი ფასი აქვს ნივთს. მაგალითად: ვიღაცას სურს გადაგისწროთ. ის ხედავს თქვენს შეთავაზებას - 5 ლარი, თუმცა ვერ ხედავს თქვენს მაქსიმალურ შესაძლო თანხას 30 ლარი. მან შემოიტანა შემოთავაზება 20 ლარი. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა 20 ლარს გადაასწროთ ბიჯით 1 ლარი. აუქციონის სისტემა ავტომატურად დადებს თქვენს მაგივრად 21 ლარს და თქვენ კვლავ დაწინაურდებით.

უმაღლესი შემოთავაზება იმარჯვებს - არა უკანასკნელი

არ აქვს მნიშვნელობა, როდის შემოიტანეთ წინადადება. თუ თქვენი ფასი ყველაზე მაღალია, თქვენ გაიმარჯვებთ. ყველაფერი მარტივია- უმაღლესი ფასი იმარჯვებს.

სნიპინგი

სნიპინგი ნიშნავს უკანასკნელ წამს ფსონის დადებას, სანამ სხვები მოასწრებენ თქვენს გადასწრებას. ამის იდეა ისაა, რომ ნაკლები ფასი დააფიქსირო. თეორიულად ეს ხელსაყრელია, თუმცა უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, თქვენ კომპიუტერთან უნდა იყოთ აუქციონის დასრულების მომენტში და ინტერნეტს არ უნდა ჰქონდეს ხარვეზები. აუქციონის ბოლოს თქვენ ან გაიმარჯვებთ და გადაიხდით თქვენს მაქსიმუმს ან უფრო ნაკლებს, ან დამარცხდებით თუკი ვინმეს შეთავახება იქნება თქვენს მაქსიმუმზე მეტი. მაგალითი: თქვენ დაწინაურებული ხართ ფსონით 21 ლარი (მაქსიმალური ფსონი 30 ლარი). სნიპერი ბოლო მომენტში დებს ფსონად 25 ლარს. ამ შემთხვევაში თქვენ კვლავ იმარჯვებთ ავტომატური ბიდირებით 26 ლარად, ვინაიდან თქვენი მაქსიმალური ფსონია 30 ლარი. თუკი სნიპერი დადებს 40 ლარს, მაშინ მოგება მას დარჩება 31 ლარად (ანუ 1 ლარით მეტში ვიდრე თქვენი მაქსიმალური ფსონი).

ბიდის შეცვლა ან გაუქმება

ზოგადად თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ ან გააუქმოთ თქვენი ფსონი. ფსონის დადება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით აუქციონის წესებს და თანახმა ხართ გადაიხადოთ მოგების შემთხვევაში. თუმცა, ხანდახან საპატიო შეცდომებიც არსებობს. ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ფსონი, თუკი ამისთვის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს. თუ გსურთ შეცვალოთ ან გააუქმოთ ფსონი: • თქვენ შეცდომით მიუთითეთ რიცხვი. მაგალითად 99.50 ლარი, 9.95 ლარის მაგივრად. ამ შემთხვევაში თქვენ მაშინვე უნდა შეასწოროთ თქვენი ფსონი. თუკი თქვენ შეიცვლით აზრს, ეს არ განიხილება როგორც შეცდომით ფსონის დადება. დადეთ შედარებით დაბალი ფსონი და დაიწყეთ ვაჭრობა. • თუკი ფიქრობთ, რომ საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ ბიდის გასაუქმებლად, მიმართეთ აუქციონის ადმინისტრატორს. თუკი გაიმარჯვეთ აუქციონზე და აღარ გსურთ იყიდოთ ნივთი, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ აუქციონის ადმინისტრატორს. გაითვალისწინეთ, რომ ეს გამოიწვევს თქვენი ანგარიშის დაბლოკვას და ვეღარ შეძლებთ მომავალში აუქციონში მონაწილეობას. EUMM-ის აუქციონში ბიდირება განიხილება, როგორც ხელშეკრულება და თქვენ ვალდებული ხართ შეიძინოთ ნივთი.

რჩევები და რეკომენდაციები

გააკეთეთ შეთავაზებები არა მრგვალი რიცხვებით. 30 ლარის ნაცვლად, - როგორც ჩვენს მაგალითებში არის ნაჩვენები, გააკეთეთ 30,27 ლარის ან 31,33 ლარის შეთავაზება. ადამიანთა უმეტესობა აკეთებს შეთავაზებას მრგვალი რიცხვით. იმ შემთხვევაში თუ ორი უმაღლესი შეთავაზება არის 30 ლარი, პირველი შეთავაზება იმარჯვებს, მაგრამ თუ თქვენი შეთავაზება შეადგენს 30.01 ლარს, თქვენ იმარჯვებთ მიუხედავად იმისა თუ როდის გააკეთეთ შეთავაზება. ადრეულ შეთავაზებას შეუძლია ხელი შეუშალოს კონკურენციას, განსაკუთრებით იმ შემთავაზებლებთან ვისაც არ ესმით როგორ მუშაობს ავტომატური შეთავაზებების სისტემა და ცდილობენ თქვენი შეთავაზების დამარცხებას დაბალი შეთავაზებების სერიით. მაგალითად: თქვენ იგებთ 5 ლარიანი საწყისი და 30 ლარიანი მაქსიმალური შეთავაზებით. კონკურენტი აკეთებს 6 ლარიან შეთავაზებას რომელსაც ავტომატურად ამარცხებს თქვენი 7 ლარი, შემდეგ 8 ლარიანს რომელიც კვლავ მარცხდება, შემდეგ 10 და ასე შემდეგ. საბოლოოდ ისინი ნებდებიან, შესაძლოა მათი სავარაუდო მაქსიმუმის ბევრად ქვევით ვიდრე უკეთ ცოდნის შემთხვევაში. იცოდეთ კონკურსი: თუ თქვენ გაქვთ გრძნობა, რომ სხვა მონაწილეები არ აკეთებენ მაქსიმალურ შეთავაზებას, შესაძლოა სნიპინგი ხელსაყრელი იყოს. კონკურენტებმა შესაძლოა მოგვიანებთ დაბრუნება დაგეგმონ, მაგრამ ხშირად მათ საბოლოოდ დრო არ ჰყოფნით.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  1. აუქციონში მონაწილეობა გართობად აღიქმება მაგრამ გახსოვდეთ, რომ თითოეული შეთავაზება ნიშნავს ხელშეკრულებას. ყველა შეთავაზება აქტიურია ჩამონათვალის დასრულებამდე. თუ თქვენ მოიგეთ ჩამონათვალი, ვალდებული ხართ იყიდოთ ნივთი.
  2. ნუ გააკეთებთ შეთავაზებებს იდენტურ ნივთებზე სხვადასხვა ჩამონათვალში თუ მხოლოდ ერთი ნივთი გსურთ. ორის მოგების შემთხვევაში ვალდებული ხართ ორივე შეიძინოთ.
  3. თუ თქვენი შეთავაზება დამარცხდა, ექვივალენტურ ნივთზე შეთავაზების გაკეთებამდე დაელოდეთ აუქციონის დასრულებას. თუ გამარჯვებული მონაწილე, რაიმე მზეზით არ დაასრულებს ტრანზაქციას, თქვენ შესაძლოა გახდეთ გამარჯვებული.
  4. თქვენ დაბლოკილი ხართ შეთავაზებების გაკეთებისგან, არ შეიძლება გამოიყენოთ სხვა მომხმარებელი შეთავაზებების გასაკეთებლად.
  5. თქვენი უსაფრთხოებისთვის ჩვენ ვზღუდავთ თქვენი შეთავაზებების ისტორიის გამოჩენას ანონიმური სახელების გამოყენებით. თქვენი მომხმარებლის სრულ სახელს, მხოლოდ აუქციონის ადმინისტრატორები ხედავენ. მონაწილეებს მინიჭებული აქვთ ანონიმური სახელები, რომლებიც მუდმივად გამოიყენება ყველა ჩამონათვალში. მაგ. x***y